არჩევითი საგანი „მულტიმედია და დიზაინი“

ერთმოდულიანი არჩევითი საგანი „მულტიმედია და დიზაინი“
საგნობრივი პროგრამა
X/XI/XII კლ.
ზოგადი  ნაწილი
  •  
  • ა)  შესავალი
  • მულტიმედიურ სისტემებს მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ თანამედროვე საზოგადოებაში. მულტიმედია და დიზაინი არის მედიის სხვადასხვა ფორმის – დინამიური და სტატიკური სურათების, ხმის, მუსიკისა და ტექსტის შერწყმის ხელოვნება. მისი მეშვეობით ხდება კონცეფციების ან ინფორმაციის ტრანსფერი ინტერნეტში. მულტიმედია და დიზაინი ვიდეო და ანიმაციური თამაშების, ვებსაიტებისა და სხვადასხვა ინტერაქტიული პროგრამების მნიშვნელოვანი კომპონენტია. იგი ანვითარებს როგორც შემოქმედებით, ასევე ტექნიკური ხასიათის კომპეტენციებს.
  • ბ)  საგნის სწავლების მიზნები და ამოცანები
  • ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის საშუალო საფეხურის  დამამთავრებელი კლასების საგნობრივი პროგრამა „მულტიმედია და დიზაინი“ მოიცავს ისეთ ელემენტებს, როგორებიცაა: დისკრეტული მათემატიკა, პროგრამირება, დიზაინის პრინციპები, ინფორმაციული ტექნოლოგიების და ინფორმაციული სისტემების გამოყენების სფეროები და ისტ-თან დაკავშირებული სოციალური საკითხები (მაგალითად: უსაფრთხოება, კონფიდენციალურობა, მთლიანობა, ხელმისაწვდომობა), შემოქმედებითობა. ცხადია, რომ ყოველივე ამის  დაფარვა სასკოლო განათლების ფარგლებში კომპლექსური ამოცანაა. 
  • არჩევითი კურსის მიზანია მოსწავლე გაეცნოს მულტიმედიისა და დიზაინის საფუძვლებს, შეფასოს აღნიშნულ სფეროში დასაქმების პერსპეტქივები. საფუძველი ჩაუყაროს იმ ცოდნასა და კომპეტენციებს, რომლებიც საშუალებას მისცემს სკოლადამთავრებულს, დამოუკიდებლად გააგრძელოს საკუთარი შესაძლებლობების განვითარება სასურველი მიმართულებით.
  • სასკოლო არჩევითი კურსის დასრულების შემდეგ მოსწავლემ  უნდა შესძლოს მულტიმედიური პროდუქტის შექმნისას  გამოიყენოს  სხვადასხვა სახით მოწოდებული გამოსახულება და ინფორმაცია, მაგალითად: აუდიო, ვიდეო, სურათები, ანიმაციები, რეალური ობიექტები, ტექსტები,  გახმოვანებები და ციფრული ინფორმაციები. ამასთან შეეძლოს კომპიუტერული, ვიდეო და აუდიო ტექნიკის  ადეკვატური გამოყენება. მულტიმედიური დიზაინი მოთხოვს როგორც შემოქმედებითი, ასევე  ტექნიკური უნარების ფლობას და მათ შერწყმას.
  • მთლიანად საგნობრივი პროგრამის საკითხების ჩამონათვალი შედგება რამდენიმე ნაწილისაგან. ესენია
  • ა)  პროგრამირებასთან და ციფრული მასალის შექმნასთან დაკავშირებული საკითხები, რომელიც შედგება შემდეგი ქვესფეროებისაგან:
·         ალგორითმები;
·         მონაცემთა ტიპები და სტრუქტურები;
·         პროგრამირება: სინტაქსი, სემანტიკა და გამოყენება;
·         ინტერნეტი;
·         მულტიმედია.
  • ბ) დიზაინის საფუძვლები, რომლებიც შედგება შემდეგი ქვესფროებისაგან:
·         დიზაინის ელემენტები;
·         დიზაინის პრინციპები.
  •  
·         ყოველივე აქედან გამომდინარე, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სასკოლო კურსის დასრულების შემდეგ:
·         მოსწავლეს გააზრებული უნდა ჰქონდეს ძირითადი ფაქტები, ცნებები და თეორიული მასალა, რომლებიც დაკავშირებულია ციფრული მოწყობილობების და პროგრამული უზრუნველყოფის მუშაობის პრინციპებთან;
·         ამ ცოდნის საფუძველზე მოსწავლემ უნდა შეძლოს მარტივი ციფრული მასალის შექმნა და შეძლოს სხვადასხვა სახის ციფრულ მასალას შორის დასაბუთებული არჩევანის გაკეთება;
·         მოსწავლეს უნდა შეეძლოს ამოიცნოს და გააანალიზოს გამოთვლებთან დაკავშირებული პრობლემის მოთხოვნები და ჩამოაყალიბოს ეფექტიანი აღწერა. ამოიცნოს და განმარტოს პრობლემის რაოდენობრივი ასპექტი;
·         მოსწავლემ უნდა შეძლოს იმის შემოწმება და შეფასება, თუ რამდენად ასრულებს ესა თუ ის სისტემა მის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს;
·         მულტიმედიური პროდუქტის შექმნისას უნდა  გამოიყენ დიზაინის ელემენტებ და დაეყრდნოს დიზაინის პრინციპებ.  
·         მოსწავლეს გააზრებული უნდა ქონდეს სოციალური, პროფესიული და ეთიკური საკითხები, რომლებსაც მოიცავს ამა თუ იმ სისტემის გამოყენება;
·         ინფორმაციის მოპოვების და ორგანიზების ხერხების გამოყენება ტექსტურ, გრაფიკულ და აუდიო მასალასთან მუშაობისას;
·         მოსწავლე უნდა იყენებდეს ადამიანისა და ისტ მოწყობილობის ურთიერთობის პრინციპებს სამომხმარებლო ინტერფეისის, ვებგვერდის და მულტიმედიური სისტემის შექმნისას და შეფასებისას;
·         მოსწავლემ უნდა ამოიცნოს ის რისკი და უსაფრთხოების ასპექტები, რომლებიც დაკავშირებულია მოცემულ კონტექსტში კომპიუტერული სისტემის გამოყენებასთან;
·         ქმნიდეს ეფექტიან სიტყვიერ თუ ციფრული ფორმატის მქონე პრეზენტაციას დიზაინის პრინციპების, აუდიტორიის შემადგენლობისა და მოთხოვნების გათვალისწინებით;
·         მოსწავლე  მულტიმედიური პროდუქტის შექმნას შემოქმედებითად უნდა მიუდგეს.
·         ეფექტიანად მონაწილეობდეს გუნდურ მუშაობაში, მათ შორის, დისტანციურად მუშაობის პირობებშიც;
·         გააზრებულად აირჩიოს მომავალი პროფესიული საქმიანობის სფერო და განაგრძოს საკუთარი ისტ კომპეტენციების გაღრმავება-გაფართოება სასურველი მიმართულებით.
·          
  • გ) საგნის სწავლების ორგანიზება
  • არჩევითი საგანი  მულტიმედია და დიზაინი ერთმოდულიანია,  გათვლილია 60 აკადემიურ საათზე. მისი სწავლება გათვალისწინებულია ორი სემესტრის განმავლობაში სკოლის საშუალო საფეხურზე   X/XI/XII1 კლასებში.
  •  
  • ანდარტში მითითებული ინდექსები:
  • სტანდარტში გაწერილ თითოეულ შედეგს წინ დართული აქვს ინდექსი  არჩ.მულტ.დიზ.X/XI/XII.1. პირველი ნიშანი მიუთითებს, რომ პროგრამა არჩევითი საგნებისთვისაა განკუთვნილი (არჩ. - არჩევითი); მეორე ნიშანი მიუთითებს საგანს (მულტ.დიზ. - მულტიმედია და დიზაინი); მესამე ნიშანი კი X/XI/XIII მიუთითებს რომელი კლასებისთვისაა განკუთვნილი საგანი (X, XI, XII - კლასები); ბოლო ნიშანი 1 - შედეგის რიგს.
  •  
  • დ) მიმართულებების აღწერა
  • მულტიმედია და დიზაინის საგნობრივ პროგრამაში არის ორი მიმართულება: ისტ რესურსების შექმნა და კომუნიკაცია.
  •  
  • მიმართულება - ისტ რესურსების შექმნის - ფარგლებში მოსწავლეს მოეთხოვება ტექსტის, გამოსახულებების, აუდიო და ვიდეო კომპონენტების შემცველი ციფრული მასალის და ვებ-რესურსების რედაქტირება, შექმნა და განთავსება; პრობლემის გადაჭრა ალგორითმულად, ალგორითმის პროგრამული რეალიზაცია. პროგრამის გამართვა; მონაცემებსა და გრაფიკას შორის კავშირის დამყარება. იდეებისა და მონაცემების წარმოდგენისას მულტიმედიური საშუალებების გამოყენება. კავშირის დამყარება  ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებსა და სხვა დისციპლინებს შორის.
  •  
  • მიმართულებაკომუნიკაციის ფარგლებში მოსწავლეს მოეთხოვება შექმნილი პროდუქტის წარდგენა საზოგადოებისათვის, მისი განხილვა და შეფასება. ეთიკური და უსაფრთხოების ნორმების დაცვა და პასუხისმგებლობის გაცნობიერება ისტ საშუალებების გამოყენებისას. ისტ-ის გამოყენების სფეროების ცოდნა და მისი უპირატესობების გაცნობიერება;
  •  
  • 1 რამდენადაც XII კლასში არჩევითი საგნების სწავლება მიმდინარეობს მხოლოდ I სემესტრში, მოსწავლეებს შეუძლიათ XI კლასის II სემესტრში აირჩიონ არჩევითი საგანი „მულტიმედია და დიზაინი“ და დაასრულონ XII კლასის I სემესტრში.
·          
·          

·         საგნობრივი კომპეტენციები

·          
  • X/XI/XII კლასი
  • მულტიმედია და დიზაინი
  • სტანდარტი
  • წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები მიმართულებების მიხედვით:
ისტ რესურსების შექმნა
კომუნიკაცია
არჩ.მულტ.დიზ.X/XI/XII.1. მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის ვებსაიტის დიზაინის შექმნა, განვითარება და პუბლიკაცია.

არჩ.მულტ.დიზ.X/XI/XII.2. მოსწავლეს შეუძლია ორიგინალური დატვირთვის ციფრული სურათის შექმნა.

არჩ.მულტ.დიზ.X/XI/XII.3. მოსწავლეს შეუძლია ვიდეო პროექტის დაგეგმვა, განვითარება და წარმოდგენა; აზრის გადმოცემის მიზნით  სტატიკური და დინამიური სურათების, ტექსტის, აუდიო და ვიდეო ფრაგმენტების კომბინირებით ვიდეო პროდუქტის შექმნა.

არჩ.მულტ.დიზ.X/XI/XII.4. მოსწავლე შეუძლია  გამოიკვლიოს გლობალური მასშტაბით კომუნიკაციის, კოლაბორაციისა და იდეების გაზიარების სხვადასხვა გზა.
  •  
  • წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები და მათი ინდიკატორები:
  • მიმართულება:  ისტ რესურსების შექმნა
  • არჩ.მულტ.დიზ.X/XI/XII.1.  მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის ვებსაიტის დიზაინი შექმნა, განვითარება და პუბლიკაცია.
  • შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         წინასწარ განსაზღვრული მიზნისა და აუდიტორიისთვის არჩევს ვებსაიტის დიზაინს;
·         ვებსაიტის შექმნისას მსჯელობს გამოყენებულ სტანდარტებსა და შეთანხმებებზე;
·         ქმნის ვებსაიტის დიზაინის ვიზუალურ პროტოტიპს (მაგ.: გვერდის სქემა, ჰიპერ ბმულები, ფერები და შინაარსობრივი მოთხოვნები);
·         ადგენს ვებსაიტში ნავიგაციის გეგმას;
·         აყალიბებს დირექტორიისა და ფაილების სტრუქტურას, დოკუმენტების შენახვის, გაზიარებისა და პუბლიკაციის მიზნით;
·         ქმნის ვებსაიტს, რომელიც შეიცავს:
·         მულტი გვერდიან საიტს;
·         ფორმატირებას;
·         მულტიმედია ობიექტებს (მაგ.: სურათი, აუდიო, ვიდეო და/ან ანიმაციური ტიპის ობიექტები);
·         ნავიგაციის მენიუს.
·         აკეთებს ვებსაიტის პუბლიკაციას (მაგ.: ინტრანეტში ან ინტერნეტში);
·         მომხმარებლების კრიტიკასა და უკუგებაზე დაფუძნებით ქმნის ვებსაიტის გაუმჯობესების კრიტერიუმებს;
·         შენიშვნების საფუძველზე ვებსაიტში შეაქვს დასაშვები ცვლილებები.
  •  
  • არჩ.მულტ.დიზ.X/XI/XII.2.  მოსწავლეს შეუძლია ორიგინალური დატვირთვის ციფრული სურათის შექმნა.
  •  
  • შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         წინასწარ განსაზღვრავს სურათის მიზანსა და აუდიტორიას;
·         დააფიქსირებს სურათს ციფრული ფოტოკამერით;
·         ახალი ციფრული ფორმატის სურათის შექმნის მიზნით იყენებს რედაქტორის შესაბამის ფუნქციებს:
  • ა) სახატავ ხელსაწყოებს (მაგ.: ხაზი, მართკუთხედი, მრავალკუთხედი, ფანქარი, ფუნჯი, ტექსტი);
  • ბ) რედაქტირების ბრძანებებს (მაგ.: ექსტრაქცია, ამოჭრა, გაწელვა, დუბლირება, ფერები);
  • გ) სურათის ფენებს (მაგ.: ქმნის, ცვლის, აკეთებს იმპორტს, დუბლირება);
  • დ) სურათის თვისებებს (მაგ.: გამჭირვალობა, რბილი და მახვილი კიდეები, წირები);
  • ე) ფილტრებსა და ეფექტებს (მაგ.: ბუნდოვანი მოხაზულობა, გამრუდება, სიმკვრივე).
·         დანიშნულების მიხედვით ირჩევს ციფრული სურათის ფაილის პარამეტრებს (მაგ.: რეზოლუცია, გაფართოება, რასტრული თუ ვექტორული, შეკუმშვის მეთოდი);
·         აქვეყნებს   შექმნილ სურათს;
·         თვითშეფასებაზე, მომხმარებელთა კრიტიკასა და უკუკავშირზე დაფუძნებით აუმჯობესებს სურათს;
  •  
  • არჩ.მულტ.დიზ.X/XI/XII.3.  მოსწავლეს შეუძლია ვიდეო პროექტის დაგეგმვა, განვითარება და წარმოდგენა; ამბის გადმოცემის მიზნით  სტატიკური და დინამიური სურათების, ტექსტის, აუდიო და ვიდეო ფრაგმენტების კომბინირებით ვიდეო პროდუქტის შექმნა.
  •  
  • შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         წინასწარ განსაზღვრავს ფილმის მიზანს.
·         ითვალისწინებს აუდიტორიის სპეციფიკას (ასაკი, განათლება, სოციალური ჯგუფი) და არჩევს  შესაბამის გამომსახველობით, მულტიმედიურ საშუალებებს;
·         წინასწარ გეგმავს ფირზე აღსაბეჭდი კადრების თანამიმდევრობას;
·         ადგენს გადაღებების სამუშაო გეგმას (რესურსების სიას, ვადებს და ლოჯისტიკურ საკითხებს);
·         იყენებს  კომპოზიციური განაწილების პრინციპებს იდეების გადმოსაცემად;
·         გადაღების დროს იყენებს სუბიექტის სამი ტიპის განათებას  (მთავარი განათება, ფონი და შემავსებელი განათება);
·         განათების მიხედვით არეგულირებს გადაღების ხასიათსა და განწყობას (მაგ.: სიბნელე და ჩრდილები გამოკვეთილად ახასიათებს დრამატულ მომენტებს.);
·         აანალიზებს ციფრული კამერის კონფიგურაციასა და გადაღებული კადრების ხარისხს;
·         აფასებს ციფრული კამერის პოზიციის, კუთხისა და მოძრაობის სიჩქარის ეფექტს;
·         იწერს ხმოვან ფრაგმენტებს ციფრული კამერით;
·         მიზნის  შესაბამისად (მაგ., მუსიკალური ფონი, ლაიტთემაშეარჩევს მუსიკალურ მასალას;
·         ჩაწერილი ინფორმაცია გადააქვს კომპიუტერში;
·         არედაქტირებს ვიდეო და ხმოვან ფრაგმენტებს შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფით;
·         გადაღებული კადრების კომბინირებითა და სხვადასხვა ეფექტის გამოყენებით ქმნის საბოლოო ვიდეო პროდუქტს;
·         ასათაურებს ფილმს
·         აკეთებს შესაბამის ტიტრებს (მაგ.: ფილმის სათაური, სპონსორი, მონაწილეები)
  •  
  • მიმართულება:  კომუნიკაცია
  • არჩ.მულტ.დიზ.X/XI/XII.4. მოსწავლე შეუძლია  გამოიკვლიოს გლობალური მასშტაბით კომუნიკაციის, თანამშრომლობისა და იდეების გაზიარების სხვადასხვა გზა.
  •  
  • შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ეძებს ცოდნის შეძენის სხვადასხვა გზას, რომელიც დამყარებულია მოსწავლეთა გუნდურ მუშაობაზე;
·         იყენებს ფართო სპექტრის ისტ-ის ხელსაწყოებსა და მედიას ინფორმაციის სხვადასხვა კონტექსტში ეფექტურად გაზიარების, გაცვლისა და პრეზენტაციისთვის;
·         იღებს ხარისხიან გადაწყვეტილებას, რომელიც მიუთითებს, რომ  მის მიერ ინტერპრეტირებული ინფორმაციის ფორმა ადეკვატურია და შეესაბამება აუდიტორიას, მიზანსა და შინაარსს;
·         კომუნიკაციისას ითვალისწინებს ეთიკურ  და უსაფრთხოების ნორმებს.
  •  
  • პროგრამის შინაარსი:
  • სტრუქტურა (HTML) და დიზაინი (CSS)
·         დოკუმენტის ტიპი და კოდირება;
·         ტეგი, ელემენტი და ატრიბუტი;
·         ცხრილი;
·         გვერდის დიზაინი (განლაგების სქემა ცხრილებით, Table ელემენტების გამოყენებით);
·         გვერდის დიზაინი (კომპლექსური განლაგება, Div და Span ელემენტები);
·         მოხაზულობა, საზღვარი, მინდორი, შიგთავსი (Box Model);
·         ჰიპერ ბმული;
·         სურათების გალერეა;
·         აუდიო ელემენტი;
·         ვიდეო ელემენტი;
·         ფერი (სახელები და მნიშვნელობები);
·         ფონის სტილი;
·         ტექსტის სტილი;
·         შრიფტის სტილი;
·         ჰიპერ ბმულის სტილი;
·         სიის სტილი;
·         ცხრილის სტილი;
·         შეტანის ფორმა და მისი ელემენტები;
·         ხდომილება და შეტყობინება;
·         სპეციალური სიმბოლოები;
·         HTML, CSS რატიფიკაცია.
  •  
  • ინტერნეტში მულტიმედიის შენახვის და ტრანსპორტირების ფორმატი (XML)
·         ტეგი, ელემენტი და ატრიბუტი;
·         სინტაქსი;
·         ელემენტების ხე;
·         სახელების სივრცე;
·         კომენტარი;
·         ინფორმაციის ექსპორტ/იმპორტი XML ფორმატში;
·         XML რატიფიკაცია.
  •  
  • ვექტორული სურათები (SVG)
·         ვექტორული სურათი HTML-ში;
·         მართკუთხედი;
·         წრე;
·         ელიფსი;
·         ხაზი;
·         მრავალკუთხედი;
·         ტეხილი;
·         ტექსტი;
·         ხაზოვანი შტრიხები;
·         ფილტრი;
·         ბუნდოვანი მოხაზულობის ეფექტი;
·         ჩრდილის ეფექტი;
·         წრფივი და რადიალური გრადიენტი.
·          
·         ვიდეო
·         სხვადასხვა ციფრული მოწყობილობიდან სურათებისა და ვიდეო ფაილების იმპორტი;
·         ვიდეო ფაილის რედაქტირება:
·         ა) მონაკვეთის ამოჭრა;
·         ბ) ორ ნაწილად გაყოფა;
·         გ) სიჩქარის ცვლილება.
·         მუსიკალური გაფორმება:
·         ა) ხმის სიძლიერე;
·         ბ) სიმკვეთრის კონტროლი.
·         თემები და გადასვლა.
·          
·          
  • დიზაინის ელემენტები და დიზაინის პრინციპები:
·         ხაზი, ფერი, შუქ-ჩრდილი, ფაქტურა, ფორმა, მოცულობა
·         პროპორციები
·          კომპოზიციური განაწილების საფუძვლები:
  • ) მთლიანობა
  • ) სივრცე (ხედვის წერტილი, ჰორიზონტის ხაზი, პერსპექტივა, თავშეყრის წერტილი, წინა და უკანა პლანი)
  • ) სიმეტრია
  • ) რიტმი
  • ) წონასწორობა
  • ) კონტრასტი
  •  


Комментариев нет:

Отправить комментарий