ეროვნული სასწავლო გეგმა


 


I კლასი
ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები

სტანდარტი

წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები მიმართულებების მიხედვით:

ძირითადი ცნებები და ოპერაციები
ისტ რესურსების შექმნა
კვლევა და კომუნიკაცია
ის ტექნ. I.1. მოსწავლე ფლობს ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ ძირითად ცნებებს და ოპერაციებს.

ის ტექნ. I.2. მოსწავლეს შეუძლია სოციალური, ეთიკური, გარემოს დაცვასთან და ადამიანურ ფაქტორთან დაკავშირებული პრობლემების გაცნობიერება.

ის ტექნ. I.3. მოსწავლეს შეუძლია ისტ პროდუქტის შესაქმნელი საშუალებების გამოყენება.
ის ტექნ. I.4. მოსწავლეს შეუძლია კომუნიკაციის ტექნოლოგიური  საშუალებების  გამოყენება.

ის ტექნ. I.5. მოსწავლეს შეუძლია კვლევის ტექნოლოგიური  საშუალებების გამოყენება.


წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები და მათი ინდიკატორები:

მიმართულება: ძირითადი ცნებები და ოპერაციები

ის ტექნ. I.1. მოსწავლე ფლობს ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ ძირითად ცნებებს და ოპერაციებს.

შედეგი  თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ახდენს ციფრული მოწყობილობების დანიშნულებისა და მათი მოქმედების ძირითადი პრინციპების გაგების დემონსტრირებას (კომპიუტერის ჩართვა, გადატვირთვა, გამორთვა);
·           სწორად იყენებს ციფრულ მოწყობილობებთან ურთიერთქმედებისა და შეტანა-გამოტანის საშუალებებს, ამ მოწყობილობების ეფექტიანი ფუნქციო­ნირების მიზნით (მაუსი, touch-pad, კლავიატურა, მონიტორი);
·           სწორად მოიხმარს შენახვის მოწყობილობებს (მაგალითად: ფაილის შენახვა მყარ დისკზე, გარე დისკზე; flash-მეხსიერების გამოყენება);
·           ამოიცნობს და ასახელებს სხვადასხვა ციფრულ საშუალებას და მათზე საუბრისას, ასაკის შესაბამისად,  სწორად იყენებს ტერმინოლოგიას.


ის ტექნ. I.2. მოსწავლეს შეუძლია სოციალური, ეთიკური, გარემოს დაცვასთან და ადამიანურ ფაქტორთან დაკავშირებული პრობლემების გაცნობიერება.

შედეგი  თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           აცნობიერებს, რომ ისტ-ის გამოყენების დროს აუცილებელია მხოლოდ მისი ასაკობრივი ჯგუფისათვის შესაფერისი ვირტუალური სივრცით სარგებლობა (მაგალითად, დაუშვებელია სოციალურ ვებ გვერდზე რეგისტრაცია, სხვადასხვა ჩათის პროგრამებით სარგებლობა);
·           ავლენს დადებით დამოკიდებულებას ისტ-ის, როგორც  თანამშრომლობის, საკუთარი ცოდნის გაღრმავების, ინტერესების და მისწრაფებების განხორციელების, ნაყოფიერი შრომის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტის მიმართ;
·           აცნობიერებს, რომ ისტ-ის გამოყენება ყოველდღიურად ხანგძლივი დროის განმავლობაში უარყოფითად მოქმედებს ჯანმრთელობაზე, კერძოდ: თვალის, მაჯისა და კიდურის არეში დაძაბულობა; ტკივილი კისრისა და ზურგის არეში, სტრესი და სხვა;
·           აცნობიერებს, რომ კომპიუტერით სარგებლობის დრო, მისი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, შეზღუდულია როგორც სკოლაში, ასევე სკოლის გარეთ.


მიმართულება: ისტ რესურსების შექმნა

ის ტექნ. I.3. მოსწავლეს შეუძლია ისტ პროდუქტის შესაქმნელი საშუალებების გამოყენება.

შედეგი  თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           იყენებს სახატავ და ტექსტურ რედაქტორებს მასწავლებლის მიერ ჩატარებული სასწავლო აქტივობისას;
·           ამზადებს და გამოსცემს ორიგინალურ ნამუშევარს ელექტრონულ ფორმატში (მაგალითად, ქმნის ნახატს);
·           იყენებს ისტ-ს საგამომცემლო და სხვა შემოქმედებით საქმიანობაში (მაგალითად, ტექსტურ რედაქტორში ქმნის დაბადების დღის მისალოც ბარათს);
·           ქმნის თავისი ასაკობრივი გუფისთვის შესაბამისი ციფრული ფორ­მატის პროდუქტს როგორც ინდივიდუალურად, აგრეთვე თანაკლასელებთან ერთად; ასევე მასწავლებლის ან მშობლის დახმარებით (მაგალითად, გარემოს დაცვის შესახებ პროექტის დამხმარე, თვალსაჩინო მასალა).


ის ტექნ. I.4. მოსწავლეს შეუძლია კომუნიკაციის ტექნოლოგიური  საშუალებების გამოყენება.

შედეგი  თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           იყენებს კომუნიკაციის საშუალებებს მასწავლებლის მიერ ჩატარებული აქტივობისას;
·           იყენებს ისტ-ს თანატოლებთან, მასწავლებლებთან და  მშობლებთან კომუნიკაციისთვის (მოკლე შეტყობინებების გასაგზავნად);
·           კომუნიკაციის საშუალებების გამოყენებით, მათ შორის თანაკლასელების, მასწავლებლის ან მშობლის დახმარებით (ელ. ფოსტა) მოიპოვებს ინფორმაციას და შემდგომ ს სხვებს ზიარებს / ცვლ.


ის ტექნ. I.5. მოსწავლეს შეუძლია კვლევის ტექნოლოგიური  საშუალებების გამოყენება.

შედეგი  თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           იყენებს საძიებო სისტემას ინფორმაციის სხვადასხვა წყაროდან მისაღებად (მაგალითად მოიძიებს ლექსის ტექსტს, აუდიო ან ვიდეო ფაილს  ნახატი ფილმიდან  ან საბავშვო ფილმიდან ნაწყვეტს);
·           იყენებს ვებზე დაფუძნებულ თარგმნის სისტემას უცხო ენიდან სხვადასხვა სიტყვების, ფრაზების სათარგმნელად (მაგალითად, იყენებს google translate-ს);
·           იყენებს ციფრულ საგანმანათლებლო რესურსებს ამოცანების ამოხსნის, ცნებების, იდეებისა და ისტორიული მოვლენების თვალსაჩინოდ წარმოდგენის მიზნით (მაგალითად: ვიზუალური მასალა,  საგანმანათლებლო თამაშები და სხვა);
·           იყენებს ისტ-ს სწავლის გასაუმჯობესებლად და შემოქმედებითი პროცესის  წასახალისებლად.


სარეკომნდაციო შინაარსი (სასწავლო რესურსები)

·           კომპიუტერული პროგრამები, რომელთა დანიშნულებაა თვალსაჩი­ნოებების შექმნა და გამოყენება სხვადასხვა სასწავლო დისცი­პლინაში.
·           თამაშის ტიპის კომპიუტერული პროგრამები, რომელთა დანიშნულებაა მოსწავლის მიერ ახალი შინაარსის ათვისება ან/და შესაბამისი უნარების განვითარება სათამაშო გარემოში (მაგალითად: ახალი სიტყვების შესწავლა; არითმეტიკული ოპერაციების შესწავლა ვირტუალურ მაღაზიაში; გეომე­ტრიული ფიგურების გააზრება, მოგზაურობა სხვადასხვა გეოგრაფიულ ადგილმდებარეობაზე, რომლის დროსაც შესაძლებელია რამდენიმე სასწავლო დისციპლინის ინტეგრირება).
·           პროგრამები, რომელთა დანიშნულებაა მოსწავლის მიერ საკუთარი ცოდნის შეფასება (მარტივი ტესტური დავალებები ენაში, მათემატიკაში, ბუნებისმეტყველებაში; სათამაშო გარემო, რომლის დროსაც, თამაშის შემდგომ ეტაპზე გადასვლა დაკავშირებულია რომელიმე დავალების შესრულებასთან). როგორც წესი, დაწყებითი საფეხურის მოსწავლე ხალისიანად ერთვება შეფასების პროცესში, როდესაც მას აქვს საშუალება, თვითონ შეარჩიოს საკუთარი ცოდნისა და კომპეტენციების ადეკვატური სირთულის მქონე დავალება და დააკვირდეს თვითგანვითარებას. ამ დროს იგი არა მხოლოდ აფასებს საკუთარ ცოდნას, არამედ გაუცნობიერებლად გეგმავს შემდგომ ნაბიჯებსაც.
·           სახელმძღვანელოებზე თანდართული ელექტრონული რესურსები. ამ სახის მასალის ძირითადი დანიშნულებაა კონკრეტულ სახელმძღვანელოში არსებული მასალის გააზრებისა და ათვისებისათვის  ხელშეწყობა. იგი შეიძლება იყოს ინტერაქტიული დავალებები, რომლებიც დაკავშირებულია მიმდინარე თემატიკასთან, თვალსაჩინოებები და სიმულაციები.

კომპიუტერული პროგრამები, რომელთა დანიშნულებაა მოსწავლისათვის ძირითადი ისტ-თან დაკავშირებული კომპეტენციების ჩამოყალიბება. მაგალითად: კლავიატურის გამოყენებაში სავარჯიშო პროგრამები, სახატავი პროგრამები, თაგვის გამო­ყენებაში სავარჯიშო პროგრამები. მართალია, ამ კომპეტენციების ჩამოყალიბებას ხელს უწყობს ისტ-ის გამოყენება სხვა სასწავლო დისციპლინებში, მაგრამ ცალკეული პროცედურული უნარის განვითარებაზე ორიენტირებული, სპეციალიზებული პროგრამული უზრუნველყოფა უფრო ინტენსიურს ხდის მოსწავლის განვითარებას ამ მიმართულებით. მაგალითად, როგორც პრაქტიკა უჩვენებს, ტექსტურ რედაქტორთან მუშაობისას კლავიატურის გამოყენების უნარის განვითარება ხდება მხოლოდ გარკვეულ საფეხურამდე; იმის გამო, რომ მომხმარებელს შეუძლია ტექსტის აკრეფა მისთვის სასურველ დროში, იგი აღარ ზრუნავს ინტენსიურად იმაზე, რომ შეძლოს უფრო სწრაფად და ეფექტიანად გამოიყენოს ყველა თითი კლავიატურასთან მუშაობისას.


Vკლასი
ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები
სტანდარტი
წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები მიმართულებების მიხედვით:

ძირითადი ცნებები და ოპერაციები
ისტ რესურსების შექმნა
კვლევა და კომუნიკაცია
ის ტექნ. V.1.  მოსწავლეს შეუძლია ისტ-ის  ეფექტიანად და უსაფრთხოდ გამოყენება.

ის ტექნ. V.2.   მოსწავლეს შეუძლია ეთიკური და უსაფრთხოების ნორმების დაცვა და პასუხისმგებლობის გაცნობიერება ისტ-ის  გამოყენებისას. იცის ისტ-ის გამოყენების სფეროები და აცნობიერებს მის უპირატესობებს.
ის ტექნ. V.3.   მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ციფრული მასალის შექმნისას.

ის ტექნ. V. 4. მოსწავლეს შეუძლია ისტ-ის ეფექტიანად გამოყენება ინფორმაციის მიღების, შენახვის და ორგანიზების დროს.
ის ტექნ. V.5.   მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების  შერჩევა და გამოყენება ინფორმაციის მოძიებისას და კვლევის პროცესში.

ის ტექნ. V. 6. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალებების შერჩევა და გამოყენება კომუნიკაციისა  და თანამშრომლობისათვის.


წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები და მათი ინდიკატორები:


მიმართულება: ძირითადი ცნებები და ოპერაციები

ის ტექნ. V. 1.   მოსწავლეს შეუძლია ისტ-ის ეფექტიანად და უსაფრთხოდ გამოყენება.

შედეგი  თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           აცნობიერებს ზოგიერთი ციფრული საშუალების დანიშნულებას;
·           გაიაზრებს კლავიატურაზე კლავიშების განლაგებას, მათ ფუნქციებს და ეფექტიანად იყენებს კლავიატურას;
·           ჩართავს და გამორთავს კომპიუტერს, როგორც ოპერაციულ სისტემას შესაბამისი ფუნქციის გამოყენებით, ასევე მოწყობილობის ჩართვა-გამორთვის ღილაკების საშუალებით. გაიაზრებს ამ ორ ხერხს შორის განსხვავებას;
·           აცნობიერებს თაგვის ღილაკების ფუნქციებს და ეფექტიანად იყენებს თაგვს (მაგალითად: თაგვის კურსორის გადაადგილება სასურველ ადგილას, ობიექტის „გადათრევა“ თაგვის საშუალებით, დაწკაპება და ორმაგი დაწკაპება);
·           ამოიცნობს ციფრული მოწყობილობის კომპონენტებს და გაიაზრებს მათ დანიშნულებას (მაგალითად: კლავიატურა, მონიტორი, ეკრანი, თაგვი);
·           აცნობიერებს განსხვავებას ტექნიკურ მოწყობილობასა და პროგრამულ უზრუნველყოფას შორის;
·           უსაფრთხოდ და სწორად იყენებს ინფორმაციის შესანახ საშუალებებს (მაგალითად: ,   ) და მათი მიერთების ან/და ჩადების ადგილებს;
·           აცნობიერებს სხვადასხვა სახის პროგრამული უზრუნველყოფის (მაგალითად: ტექსტური რედაქტორი, გრაფიკული რედაქტორი, ელექტრონული ცხრილი) დანიშნულებას და ფუნქციებს და ეფექტიანად იყენებს მათ (მაგალითად: მონიშვნა, კოპირება, ჩასმა, ფორმატირება);
·           გაიაზრებს ჰიპერტექსტური დოკუმენტის შემადგენელი ელემენტების დანიშნუ­ლებას და იყენებს მათ (მაგალითად: ჰიპერბმული, ფორმის კომპონენტები).


ის ტექნ. V.2.   მოსწავლეს შეუძლია ეთიკური და უსაფრთხოების ნორმების დაცვა და პასუხისმგებლობის გაცნობიერება ისტ-ის გამოყენებისას. იცის ისტ-ის გამოყენების სფეროები და აცნობიერებს მის უპირატესობებს.

შედეგი  თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           აცნობიერებს ინფორმატიკის საგანს, ინფორმატიკის განვითარების ისტორიის და ფუნდამენტურ მეცნიერებათა შორის ინფორმატიკის ადგილს და როლს; გაიაზრებს ინფორმაციული ტექნოლოგიების მსოფლმხედველობრივ და ეკონო­მიკურ ასპექტებს;
·           ინფორმაციის და ელექტრონული ფორმატის ობიექტების მიღება-გადაცემისას, აცნობიერებს მასალის მოცულობასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს;
·           იყენებს პირადი ინფორმაციის დაცვის ხერხებს (მაგალითად: პაროლი, მონაცემთა დაშიფვრა) და იცავს მათი გამოყენების ნორმებს;
·           აცნობიერებს ქსელში ან/და ინტერნეტ გარემოში ზოგიერთი მასალის ნახვასთან და გადმოწერასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს;
·           ქსელურ გარემოში ახდენს პოზიტიური სოციალური უნარ-ჩვევების დემონ­სტრირებას;
·           კომპიუტერისა და სხვა ციფრული მოწყობილობის გამოყენებისას იცავს ჯანმრთელობის უსაფრთხოების ნორმებს (მაგალითად: სხეულის მდებარეობა კომპიუტერთან ჯდომისას, ეკრანზე კადრების ცვლილების სიხშირის გათვალისწინება);
·           აცნობიერებს სკოლაში დადგენილ ნორმებს და იცავს მათ სასკოლო ქსელის და ციფრული საშუალებების გამოყენებისას;
·           ციფრული მასალის გამოყენებისას ითვალისწინებს ამ მასალის ავტორის უფლებებს და საჭიროების შემთხვევაში მიუთითებს ავტორს;
·           გაიაზრებს და ასაბუთებს ისტ-ის გამოყენების დადებით მხარეებს  ადამიანის საქმიანობის სხვადასხვა სფეროში: ყოველდღიურ ცხოვრებაში, მეცნიერებაში, ჯანდაცვაში, ბიზნესში, სოციალურ სფეროებში, ხელოვნებასა და კულტურაში, საგამომცემლო საქმეში.


მიმართულება: ისტ რესურსების შექმნა

ის ტექნ. V.3.   მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ციფრული მასალის შექმნისას.

შედეგი  თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

·           გაიაზრებს ციფრული მასალის სტრუქტურას;
·           იყენებს ციფრული საშუალებებს ცნებების, ობიექტების და პროცესების გამოსახვისას ციფრული მასალის გამოყენებით;
·           ახდენს ტექსტური, გრაფიკული და აუდიო მასალის კომბინირებას ციფრული მასალის შექმნისას;
·           იყენებს ისტ-ს კანონზომიერების აღმოჩენისას და კანონზომიერების შექმნისას (მაგალითად: რიცხვითი მიმდევრობა, ფიგურების განლაგება);
·           ავრცელებს საკუთარ ციფრულ მასალას, სხვების მიერ განხილვისა და უკუგების მიღების მიზნით; იყენებს უკუგების შედეგს პროდუქტის გაუმჯობესების მიზნით.

ის ტექნ. V.4. მოსწავლეს შეუძლია ციფრული საშუალებების ეფექტიანად გამოყენება ინფორმაციის მიღების, შენახვის და ორგანიზების დროს.

შედეგი  თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           მონაცემთა და ციფრული მასალის შესანახად ადეკვატურად შეარჩევს და იყენებს მოწყობილობას და ადგილს.
·           მუშაობის პროცესში რეგულარულად ინახავს ციფრულ მასალას პროგრამული უზრუნველყოფის შესაბამისი ფუნქციების გამოყენებით (მაგალითად:  „“,  „“);
·           აცნობიერებს სხვადასხვა ციფრულ მოწყობილობას შორის მონაცემთა მიღება-გადაცემის ფუნქციებს;
·           აცნობიერებს ციფრულ მოწყობილობაში მონაცემთა შენახვის იერარქიას (მაგალითად: ფაილი, საქაღალდე) და ეფექტიანად იყენებს ამ სტრუქტურას (მაგალითად: ფაილებს აჯგუფებს საქაღალდეებში, საქაღალდეებს აჯგუფებს ქვესაქაღალ­დეებად); გააზრებულად არქმევს სახელწოდებებს სტრუქტურის ელემენტებს;
·           ახდენს ფაილების და საქაღალდეების ლოგიკურ ორგანიზებას მონაცემთა ეფექტიანად შენახვის, მოძებნის და წაკითხვის მიზნით;
·           განასხვავებს ფაილების ტიპებს და აცნობიერებს ამ ტიპების შესაბამისი ციფრული მასალის სხვადასხვა ფორმატის არსებობას;
·           ინფორმაციისა და ციფრული მასალის შენახვის, წაკითხვისა და გადაცემისას აცნობიერებს ფაილის ზომებთან დაკავშირებულ შეზღუდვებს;
·           აცნობიერებს შესანახი მოწყობილობების მეხსიერებების შესაძლებლობებს.


მიმართულება: კვლევა და კომუნიკაცია

ის ტექნ. V.5.  მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ინფორმაციის მოძიებისას და კვლევის პროცესში.

შედეგი  თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ციფრული მასალის სხვადასხვა ფორმატის მქონე საცავებში (მაგალითად: მონაცემთა ბაზა, ინტერნეტი, ფაილების სისტემა, ფაილი) ძიებისას, შეარჩევს და იყენებს შესაბამის ციფრულ საშუალებებს;
·           ინფორმაციის და ციფრული მასალის ძიებისას იყენებს გავრცელებულ საძიებო სისტემებს (მაგალითად: შეუძლია საძიებო სიტყვების, ფრაზების და მათი კომბინაციების ადეკვატურად შერჩევა და გამოყენება, ეფექტიანად იყენებს საძიებო სისტემის ინტერფეისს);
·           ინფორმაციის სანდოობის დასადგენად, ადარებს სხვადასხვა წყაროდან მოპო­ვებულ ინფორმაციას;
·           იყენებს ისტ-ს იდეების და ინფორმაციის ორგანიზებისას;
·           ახენს მოძიებული ციფრული მასალის და ინფორმაციის ინტერპრეტაციას და აფასებს ამ მასალას იმის მიხედვით, თუ რამდენად სასარგებლო, სანდო, ადეკვატური და ზუსტია იგი;
·           უთითებს ინფორმაციის და ციფრული მასალის წყაროებს ან/და ავტორს.

ის ტექნ. V. 6.  მოსწავლეს შეუძლია  სხვადასხვა სახის ციფრული საშუალებების შერჩევა და გამოყენება კომუნიკაციისა  და თანამშრომლობისათვის.

შედეგი  თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           იყენებს ტექსტური, გრაფიკული და აუდიო მასალის შესაქმნელი საშუალების შესაძლებლობებს ციფრული მასალის საკომუნიკაციო ხარისხის გასაუმჯო­ბესებლად (მაგალითად: ტექსტურ რედაქტორში ასოების ზომების, სტილისა და ფერის შერჩევა, ტექსტის ენობრივი გამართულობა);
·           იცავს საკომუნიკაციო საშუალებების კორექტულად გამოყენების წესებს.



სარეკომენდაციო შინაარსი


კომპიუტერისა და მასთან დაკავშირებული მოწყობილობების შემადგენელი ნაწილები და მათი დანიშნულება:
1.      კომპიუტერი, როგორც ინფორმაციის გადამამუშავებელი უნივერსალური მოწყობი­ლობა. კომპიუტერის აგებულება;
2.      პროცესორი და მისი სწრაფქმედება. ოპერატიული და მუდმივი მეხსიერება და მათი ურთიერთკავშირი;
3.      შეტანის მოწყობილობები და მათი დანიშნულება:  კლავიატურა, თაგვი და მისი შემცვლელი მოწყობილობა, მიკროფონი, სკანერი, ვებ-კამერა;
4.      გამოტანის მოწყობილობები და მათი დანიშნულება:   მონიტორი, პრინტერი, სპიკერები/ყურსასმენები;
5.      მონაცემთა შესანახი მოწყობილობები:  მყარი დისკი, კომპაქტ-დისკი, DVD-დისკი, flash ბარათი;
6.      პორტები და მიერთება:  USB-პორტი, ქსელის პორტი, დენის წყაროს მიერთება, მონიტორის მიერთება, სხვა შეტანა-გამოტანის მოწყობილობების მიერთება (იხ. ზემოთ).

კომპიუტერის ჩართვა/გამორთვა და სისტემის სხვადასხვა მდგომარეობა.
1.      ჩართვა და სისტემის ჩატვირთვის ეტაპები;
2.      გამორთვა და გადატვირთვა. მათ შორის განსხვავება. განსხვავება პროგრამულად გამორთვასა და დენის წყაროდან გამორთვას შორის;
3.      ოპერაციულ სისტემაში მომხმარებლის შესვლა და გამოსვლა;
4.      სისტემის სხვადასხვა მდგომარეობა და მათ შორის განსხვავება (მაგალითად:  განსხვავება გამორთულ მდგომარეობასა და დაზოგვის რეჟიმს შორის).

კლავიატურის სტრუქტურა და თაგვის შემადგენელი ნაწილები:
1.      კლავიატურის ღილაკების ჯგუფები და მათი დანიშნულება;
2.      ღილაკები, რომლებიც გამოიყენება სიმბოლოების (მათ შორის ციფრული) შესატანად. სასვენი ნიშნების შესატანი ღილაკები;
3.      ფუნქციური ღილაკები და მათი დანიშნულება;
4.      სპეციალური ღილაკები (მაგალითად:  CTRL, SHIFT, SPACEBAR, ALT, CAPS LOCK, TAB, INSERT, DELETE) და მათი დანიშნულება;
5.      თაგვის შემადგენელი ნაწილები და მათი დანიშნულება. თაგვის სხვადასხვა ტიპები;
6.      თაგვის პროგრამული ინტერფეისი:  თაგვის კურსორი და მისი დანიშნულება.

მონაცემთა შენახვის საშუალებები. მეხსიერება და მისი ზომა:
1.      მეხსიერების საზომი ერთეულები:  ბიტი, ბაიტი, კილობაიტი, მეგაბაიტი, გიგაბაიტი, ტერაბაიტი;
2.      სიმბოლოთა წარმოდგენა ციფრულ მოწყობილობაში
3.      მონაცემთა შენახვის საშუალებები და მათი შედარება სხვადასხვა პარამეტრით:  მონაცემების ჩაწერის ტექნიკური ფორმა, მოცულობა, სიჩქარე;
4.      მონაცემთა შენახვის საშუალებების ადეკვატურად შერჩევა (მაგალითად: დაარქივების მიზნით, გადატანის მიზნით);  საიმედოობა;
5.      მონაცემთა მიღება-გადაცემის სიჩქარე და მისი საზომი ერთეულები. მონაცემთა მიღება-გადაცემის სიჩქარის დადგენის (შეფასების) ხერხები.

ოპერაციული სისტემა და მისი ფუნქციები:
1.      კომპიუტერის პროგრამული უზრუნველყოფა. პროგრამული უზრუნველყოფის იერარქიული სტრუქტურა;
2.      ოპერაციული სისტემის დანიშნულება და მისი კომპონენტები;
3.      ოპერაციული სისტემის სამომხმარებლო ინტერფეისის გრაფიკული ელემენტები და მათი დანიშნულება.  გრაფიკული ელემენტებთან ინტერაქცია თაგვის საშუალებით;
4.      სისტემის კონფიგურაციის განსაზღვრის და რესურსების მართვის საშუალებები (მაგალითად: ახალი პროგრამის ინსტალაცია და დეინსტალაცია, მყარი დისკის დეფრაგმენტაცია, ეკრანის პარამეტრების განსაზღვრა);
5.      მონაცემთა დაცვა და უსაფრთხოება. მომხმარებლების ავთენტიკაცია და ავტორი­ზაცია (ავთენტიკაცია: მომხმარებლის რეგისტრაცია სისტემაში და მისი მონაცემების შემოწმება სისტემაში შესვლისას;  ავტორიზაცია: დარეგისტრირებული მომხმარებლის უფლებების განსაზღვრა სისტემის რესურსების წვდომისას).
6.      სისტემის სტანდარტული სამომხმარებლო პროგრამები;
7.      პროგრამის გაშვება და პროგრამის მუშაობის დასრულება.

ფაილების სისტემა და მასთან დაკავშირებული მოქმედებები:
1.      მეხსიერების სტრუქტურა. ფიზიკური და ლოგიკური დისკები. დისკის ფორმა­ტირება;
2.      ფაილის და საქაღალდის ცნება:  ფაილი, როგორც მონაცემების შენახვის ძირითადი ერთეული; საქაღალდე, როგორც ფაილების დაჯგუფების საშუალება. საქაღალ­დესთან დაკავშირებული მოქმედებები: მაგალითად - შექმნა, წაშლა, კოპირება, გადაადგილება, დაარქივება;
3.      ფაილების ტიპები მათში შენახული ციფრული მასალის ფორმატის მიხედვით (მაგალითად:  ტექსტური, გრაფიკული, აუდიო). ფაილის ატრიბუტები;
4.      ფაილის ტიპებთან ასოცირებული პროგრამები;
5.      ფაილის შექმნა ამა თუ იმ სამომხმარებლო პროგრამის გამოყენებით;
6.      ფაილთან დაკავშირებული მოქმედებები: მაგალითად - ფაილის კოპირება, გადაად­გილება, წაშლა, წაშლილი ფაილის აღდგენა (”სანაგვე ყუთიდან”), დაარქივება. ფაილების დაჯგუფება საქაღალდეებში;
7.      შენახული მასალის წაკითხვა პროგრამული უზრუნველყოფის შესაბამისი ფუნქ­ციების გამოყენებით (მაგალითად:  „“).

ტექსტური რედაქტორის გამოყენება:
1.      ტექსტის შეტანა ტექსტური რედაქტორის გამოყენებით;
2.      ფონტის ცნება და ქართული ფონტების თავისებურებანი;
3.      ტექსტის ფორმატირება:  ფონტის, პარაგრაფის ფორმატირება, სტილის განსაზღვრა;
4.      მეხსიერების ბუფერი და მისი გამოყენება;
5.      მართლწერის შემოწმების და ავტოკორექციის ფუნქციების გამოყენება;
6.      ცხრილის ჩასმა და ინფორმაციის ორგანიზება ცხრილის საშუალებით;
7.      სურათის ჩასმა სასურველ ადგილას;  გრაფიკული ელემენტების გამოყენება;
8.      სიმბოლოების და ფორმულების ჩასმა სასურველ ადგილას;
9.      დოკუმენტში ძიება და ტექსტის ერთი ფრაგმენტის მეორეთი ჩანაცვლება;
10.  სხვადასხვა კლავიშის დანიშნულება. “ცხელი” კლავიშები;
11.  გვერდის პარამეტრების განსაზღვრა; ბეჭდვისწინა დათვალიერება, დოკუმენტის ბეჭდვა.
12.  დოკუმენტის სტრუქტურის განსაზღვრა;  სარჩევის, სანიშნეების  და ჰიპერბმულების შექმნა, დოკუმენტში გადაადგილება;
13.  მასალის შენახვა სხვადასხვა ფორმატში.

ელექტრონული ცხრილის გამოყენება:
1.      ელექტრონული ცხრილის სტრუქტურა (უჯრები, სტრიქონები, სვეტები, უჯრების მისამართების განსაზღვრის წესი) და ელექტრონულ ცხრილში გადაადგილება;
2.      მონაცემთა შეტანა ელექტრონულ ცხრილში;
3.      მონაცემთა ტიპები (ტექსტური, რიცხვითი, ფორმულა, თარიღი) და მათ შორის განსხვავება;
4.      ცხრილის დაფორმატება, სტილის განსაზღვრა;
5.      ფორმულების გამოყენება.  უჯრის შიგთავსის დამოკიდებულება სხვა უჯრების შიგთავსზე;
6.      დიაგრამები და მათი სახეობები;
7.      მონაცემების გაფილტვრა და დალაგება.
8.      ფურცლის წაშლა და ახალი ფურცლის ჩამატება.
9.      სხვადასხვა კლავიშების დანიშნულება. “ცხელი” კლავიშები.
10.  გვერდის პარამეტრების განსაზღვრა. ბეჭდვისწინა დათვალიერება, დოკუმენტის ბეჭდვა.

გრაფიკული რედაქტორის გამოყენება:
1.      სურათის შექმნა წინასწარ გამზადებული გრაფიკული ელემენტების (მაგალითად, გეომეტრიული ფიგურების) კომბინირებით;
2.      ფერის ცნება, ფერის პარამეტრები,  ფერის ციფრული გენერაცია: სხვადასხვა ფერის მიღება ფერის პარამეტრების მოდიფიკაციით.
3.      მოქმედებები გრაფიკულ ობიექტებზე გრაფიკული რედაქტორის ხელსაწყოების გამოყენებით.
4.      განსხვავება სხვადასხვა გრაფიკულ ფორმატს შორის.

ინტერნეტი
1.      ვებ-გვერდი და მისი შემადგენელი კომპონენტები;
2.      დამისამართება ინტერნეტში და მისამართის სტრუქტურა;
3.      ჰიპერბმული და მისი შესაბამისი მისამართი.
4.      საძიებო სისტემის გამოყენება;  საძიებო ფრაზების სინტაქსი;
5.      მასალის გადმოწერა ინტერნეტიდან;
6.      ინტერნეტში განთავსებული მასალის გამოყენებასთან დაკავშირებული ეთიკური და საკანონმდებლო ნორმები; საავტორო უფლებები.




VI კლასი
ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები
სტანდარტი

წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები მიმართულებების მიხედვით:

ისტ რესურსების შექმნა
კვლევა და კომუნიკაცია
ის ტექნ. VI.1.   მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ციფრული მასალის შექმნისას.

ის ტექნ. VI.2. მოსწავლეს შეუძლია ისტ-ის ეფექტიანად გამოყენება ინფორმაციის მიღების, შენახვის და ორგანიზების დროს.
ის ტექნ. VI.3.   მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ინფორმაციის მოძიებისას და კვლევის პროცესში.

ის ტექნ. VI.4. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება კომუნიკაციისა  და თანამშრომლობისათვის.

წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები და მათი ინდიკატორები:

მიმართულება: ისტ რესურსების შექმნა

ის ტექნ. VI.1. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ციფრული მასალის შექმნისას.

შედეგი  თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           აღწერს და აყალიბებს ციფრული მასალის სტრუქტურას; შეარჩევს მიზნის შესაფერის სტრუქტურას და ამ სტრუქტურის შესაფერის ციფრულ საშუალებებს (მაგალითად: დინამიური ცხრილისათვის, რომელიც შეიცავს ურთიერთ­დამოკიდებულ მონაცემებს - იყენებს ელექტრონულ ცხრილს, ჩვეულებრივი ტექსტის დასამუშავებლად - მარტივ ტექსტურ რედაქტორს);
·           აფასებს ციფრული საშუალებების შესაძლებლობებს და ადეკვატურად შეარჩევს ციფრულ საშუალებებს ცნებების, ობიექტების და პროცესების გამოსახვისას;
·           აუდიტორიის მოთხოვნების და საკუთარი (ან ჯგუფის) მიზნების გათვალის­წინებით, ამზადებს პრეზენტაციას/სლაიდებს საკუთარი (ან ჯგუფის) მოსაზრებების წარმოსაჩენად ან მუშაობის შედეგის სადემონსტრაციოდ;
·           გაიაზრებს განსხვავებას პრეზენტაციასა და სხვა სახის ვიზუალურ და საკითხავ მასალას შორის;
·           ახდენს ტექსტური,  გრაფიკული და აუდიო მასალის ეფექტიანად კომბინირებას მიზნის შესაფერისი ციფრული მასალის შექმნისას;
·           ისტ-ის გამოყენებისას ახდენს სამუშაო პროცესის ავტომატიზაციას, დროის და სხვა რესურსების ოპტიმალურად გამოყენების მიზნით (მაგალითად: ხშირად გამეორებადი მოქმედების შესასრულებლად ქმნის და იყენებს მაკროსებს, ცვალებადი დოკუმენტში მონაცემების გამოყენებისას ქმნის განახლებად ველებს);
·           იყენებს ისტ-ს კანონზომიერების აღმოჩენისას და კანონზომიერების შექმნისას, მათ შორის სხვადასხვა სასწავლო დისციპლინებში ან/და რეალურ ვითარებაში (მაგალითად: ბუნებისმეტყველებაში, ფინანსურ მონაცემებში (ფასების ცვლილება), რომელიმე პროცესის შესაბამისი რიცხვითი მიმდევრობის შექმნა ელექტრონული ცხრილის გამოყენებით);
·           საკუთარი ციფრული მასალის გავრცელების და უკუგების მიღების მიზნით შეარჩევს შესაფერის საშუალებას და ხერხს. იყენებს უკუგების შედეგს და სხვების მონაწილეობას პროდუქტის გასაუმჯობესებლად.

ის ტექნ. VI.2. მოსწავლეს შეუძლია ისტ-ის ეფექტიანად გამოყენება ინფორმაციის მიღების, შენახვის და ორგანიზების დროს.
შედეგი  თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           მონაცემთა და ციფრული მასალის შენახვისას ადარებს და აფასებს სხვადასხვა მოწყობილობას ან/და საცავს. მსჯელობს ერთი მათგანის უპირატესობის შესახებ მეორესთან შედარებით;
·           სისტემატურად ახდენს მონაცემების დაარქივებას, მონაცემთა ოპტიმალურად შენახვისა და დაზიანებული მონაცემების სწრაფად და მარტივად აღდგენის მიზნით. აფასებს დაარქივების შესაძლებლობებს სხვადასხვა სახის მონაცემების შემთხვევაში (მაგალითად,შეკუმშვის კოეფიციენტებს შორის განსხვავება ტექსტური ფაილის და გრაფიკული ფაილის შეკუმშვის შემთხვევაში);
·           მსჯელობს სხვადასხვა ციფრულ საშუალებას შორის მონაცემთა მიღება-გადაცემის ფუნქციების და ტექნიკური შესაძლებლობების შესახებ;
·           მსჯელობს ციფრული მასალის სხვადასხვა ფორმატს შორის განსხვავებაზე და მონაცემთა შენახვისას შეარჩევს შესაფერის ფორმატს (მაგალითად: გრაფიკული მასალის შენახვისას: JPG, GIF, BMP; ტექსტური მასალის შენახვისას: ჩვეულებრივი ტექსტი, RTF, ფორმატირებული დოკუმენტი);
·           ინფორმაციის და ციფრული მასალის შენახვისას, წაკითხვისას და გადაცემისას აფასებს მასალის ზომას და შეარჩევს შესაფერის საშუალებას და ხერხს;
·           აფასებს შესანახი მოწყობილობის მეხსიერების შესაძლებლობებს და მსჯელობს ამ შესაძლებლობების შესახებ.


მიმართულება: კვლევა და კომუნიკაცია

ის ტექნ. VI.3. მოსწავლეს შეუძლია  სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ინფორმაციის მოძიებისას და კვლევის პროცესში

შედეგი  თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ციფრული მასალის სხვადასხვა ფორმატის მქონე საცავებში (მაგალითად: მონაცემთა ბაზა, ინტერნეტი, ფაილების სისტემა, ფაილი) ძიებისას, ადარებს სხვადასხვა  ციფრულ საშუალებას. აფასებს და მსჯელობს ერთი საშუალების უპირატესობებზე მეორესთან შედარებით;
·           ინფორმაციის და ციფრული მასალის ძიებისას ეფექტიანად იყენებს გავრცელებული საძიებო სისტემების შესაძლებლობებს: ფლობს საძიებო სისტემის მაღალი დონის შესაძლებლობებს და საძიებო ფრაზების სინტაქსს. აფასებს და მსჯელობს ერთი სისტემის უპირატესობაზე მეორესთან შედარებით;
·           აფასებს (მაგალითად, ადასტურებს ან უარყოფს) ინფორმაციის სანდოობას; მსჯელობს ინფორმაციის სანდოობის შესახებ. კრიტიკულად აფასებს მონაცემებს გამოყენების, ადეკვატურობის და აკურატულობის თვალსაზრისით;
·           იყენებს ისტ-ს იდეების და ინფორმაციის ორგანიზებისას. (მაგალითად, იყენებს ცნებების რუკას იდეების ორგანიზებისას და მთავარ იდეასა და დამხმარე დეტალებს შორის ურთიერთმიმართების წარმოსაჩენად).



ის ტექნ. VI.4. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალებების შერჩევა და გამოყენება კომუნიკაციისათვის და თანამშრომლობისათვის

შედეგი  თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           იყენებს საკომუნიკაციო საშუალებებს იდეების, ინფორმაციის და ციფრული მასალის გასავრცელებლად და მონაწილეობს ერთობლივ პროექტებში (მათ შორის ონლაინ პროექტებში) ციფრული მასალის შესაქმნელად;
·           იყენებს ისტ-ს ავტორებთან და ექსპერტებთან საკომუნიკაციოდ ციფრული ინფორმაციის მოსაძიებლად, ციფრული მასალის შესაქმნელად და მისი ხარისხის გასაუმჯობესებლად;
·           იცავს საკომუნიკაციო საშუალებების კორექტულად გამოყენების წესებს (მაგალითად: იცავს ქსელის უსაფრთხოების წესებს, პირადი ხასიათის ინფორმაციის ხელშეუხებლობის ნორმებს, ციფრული რესურსების მისაწვდომობის ნორმებს).
სარეკომენდაციო შინაარსი
ზოგადი ტექნიკური საკითხები
1.   რესურსების (მაგალითად: ფაილის, საქაღალდის) დაცვა და უსაფრთხოების პარამეტრების განსაზღვრა. რესურსების წვდომის განსაზღვრა (მაგალითად: გაზიარება, წვდომის შეზღუდვა).
2.   რესურსის (მაგალითად: ფაილის საქაღალდის) დამალვა/გამოჩენა.
3.   მონაცემების (მაგალითად: ფაილის, ფაილების ერთობლიობის, საქაღალდის, საქაღალდეების ერთობლიობის) დაარქივება. დაარქივებისას შეკუმშვის ხარისხის განსაზღვრა.
4.   სიმბოლოთა ASCII და Unicode კოდირება, მათ შორის განსხვავება და მსგავსება. „უხილავი“ სიმბოლოები და მათი დანიშნულება.
5.   განსხვავება პროცესორის სიხშირესა და სწრაფქმედებას შორის. პროცესორის რეგისტრები და მათი ზომა. პროცესორის შიდა მეხსიერება და მისი დანიშნულება.
6.   სისტემური ფაილების ცნება. ზოგიერთი სისტემური ფაილი და მათი დანიშნულება.
7.   პროცესის ცნება და პროცესის პრიორიტეტი. მიმდინარე პროცესები, მათი დათვალიერება. პროცესის იძულებითი დასრულება.
8.   სისტემის ადმინისტრირების ელემენტები (მაგალითად: მომხმარებლის რეგისტრაცია, მომხმარებლის უფლებების განსაზღვრა, მოწყობილობების პარამეტრების დათვალიერება და ცვლილება, ზოგიერთი სისტემური პროცედურის ავტომატიზაცია).
ტექსტური რედაქტორის გამოყენება
1.         დოკუმენტის სტრუქტურის განსაზღვრა: სანიშნეები, სარჩევი, მთავარი დოკუმენტი, სქოლიო, ციტირება და ბიბლიოგრაფია.
2.         დოკუმენტის შაბლონი და მისი გამოყენება.
3.         უკანასკნელი ქმედებების ავტომატურად  გაუქმება/გამეორება.
4.         დიაგრამები და მათი გამოყენება.
5.         კომენტარები და მათი გამოყენება.
6.         მაკროსები: მაკროსის ჩაწერა, ცვლილებების შეტანა მზა მაკროსში, მაკროსის გამოყენება.
7.         დინამიური მონაცემების ჩასმა დოკუმენტში და მათი ავტომატური განახლება.
8.         ტექსტური ველი და სხვა სახის ფორმები.
9.         დოკუმენტის დაცვა და უსაფრთხოების პარამეტრების განსაზღვრა.
10.     დოკუმენტის გამოქვეყნება სხვადასხვა ფორმატში (მაგალითად: HTML, PDF, XML).
11.     ტექსტური რედაქტორის გამოყენება ერთობლივი მუშაობის რეჟიმში.
12.     ტექსტური რედაქტორის ინტეგრაცია სხვა ციფრულ საშუალებებთან.

ელექტრონული ცხრილის გამოყენება
1.      სტრიქონის/სვეტის წაშლა/ჩამატება.
2.      სურათის და სხვა გრაფიკული ელემენტების ჩასმა.
3.      მონაცემების ფორმატის განსაზღვრა.
4.      პირობითი დაფორმატება.
5.      ფურცლის სახელის შეცვა.
6.      უკანასკნელი ქმედებების ავტომატურად  გაუქმება/გამეორება.
7.      შაბლონი, შაბლონის შექმნა და გამოყენება.
8.      ფორმულები და ფუნქციების, ფორმულის/ფუნქციის შექმნა და გამოყენება.
9.      მასივებთან დაკავშირებული ფორმულები, მათი შექმნა და გამოყენება.
10.  მაკროსები, მაკროსის შექმნა და გამოყენება.
11.  დოკუმენტის დაცვა და უსაფრთხოების პარამეტრების განსაზღვრა.
12.  ელექტრონული ცხრილის გამოყენება ერთობლივი მუშაობის რეჟიმში.
13.  მონაცემების ანალიზის ელემენტები.
14.  ელექტრონული ცხრილის ინტეგრაცია სხვა ციფრულ საშუალებებთან.

გრაფიკული რედაქტორის გამოყენება
1.      სახატავი არის კოორდინატთა სისტემა.
2.      სურათის ზომები და გარჩევადობა, მათი შეცვლა.
3.      წერტილოვან და ვექტორულ გრაფიკას შორის განსხვავება.
4.      გეომეტრიული გარდაქმნები სურათის შემადგენელ გრაფიკულ ელემენტებზე (მაგალითად: მობრუნება, სიმეტრია, გაჭიმვა).
5.      ტექსტის ჩასმა სურათში სასურველ ადგილას. 
6.      ფერის ფილტრი და მისი გამოყენება.
7.      გრაფიკული ეფექტები და მათი გამოყენება სურათის შემადგენელი გრაფიკული ელემენტების მიმართ.
8.      გრაფიკული ელემენტების იმპორტირება და მათი განთავსება სურათში.
9.      სხვადასხვა გრაფიკული ფორმატები და სურათის ექსპორტირება სხვადასხვა გრაფიკულ ფორმატში.
10.  ბეჭდვისწინა დათვალიერება და ბეჭდვა.

ინტერნეტი
1.   ინტერნეტში სანავიგაციო საშუალება (ბრაუზერი) და მისი სამომხმარებლო ინტერფეისი: მისამართის ველი, სანავიგაციო ღილაკები, ფანჯრის სტანდარტული მენიუ.
2.   ვებ-გვერდის ენა. ვებ-გვერდის საწყისი კოდი და მისი ნახვა ბრაუზერის საშუალებით.
3.   ვებ-გვერდის ენის ელემენტები, ვებ-გვერდის დაფორმატება და მისი შემადგენელი ნაწილების კომბინირება (ვებ-გვერდის ენის ან რომელიმე ვებ-გვერდების რედაქტორის გამოყენებით).

პრეზენტაცია
1.      ახალი პრეზენტაციის შექმნა, შაბლონზე დაფუძნებული პრეზენტაციის შექმნა.
2.      პრეზენტაციის შენახვა სხვადასხვა ფორმატში.
3.      ახალი სლაიდის სახეობის შერჩევა და პრეზენტაციაში ჩასმა.
4.      ოპერაციები სლაიდებზე: წაშლა, რამდენიმე სლაიდის მონიშვნა, კოპირება, გადაადგილება.
5.      უკანასკნელი ქმედებების ავტომატურად  გაუქმება/გამეორება.
6.      სლაიდში ტექსტის დაფორმატება.
7.      სლაიდში სურათის, დიაგრამის, გრაფიკული ელემენტის ჩასმა.
8.      სლაიდში ცხრილის ჩასმა.
9.      პრეზენტაციის ჩვენებისას ანიმაციის და სლაიდებს შორის გადასვლის ეფექტების გამოყენება.
10.  სლაიდებს შორის გადასვლის ავტომატიზაცია. გადასვლის დროის განსაზღვრა.
11.  პრეზენტაციის ინტეგრაცია სხვა ციფრულ საშუალებებთან.







Комментариев нет:

Отправить комментарий